კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ტანგანიკის ტბაზე, გემის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ მგზავრებს, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის 49 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა
გემის გადაბრუნების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


















