21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

ამის შესახებ TV ფორმულას ეთერში ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ისაუბრა

“ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე… 6 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ზეგ შევიტანთ ახალ განცხადებას პროკურატურაში”,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

2020 წლის 18 ივლისს, 23, წლის თამარ ბაჩალიაშვილი დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს- თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში
შემდეგი სტატიატრამპი: ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადება შესანიშნავი იდეაა