25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, შვილის გარდაცვალების საქმეზე ხელახალი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებს. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოველ ორშაბათს, 11:00-დან 15:00 საათამდე, გენერალურ პროკურატურასთან იდგება და საზოგადოებას, განსაკუთრებით კი დედებს, მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას! ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას, განსაკუთრებით დედებს, გელოდებით სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის… და თუ რამე სიახლეც იქნება, ორშაბათს მივაწვდი საზოგადოებას“, — აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალური განცხადებით 19 აგვისტოს მიმართა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ დაასკვნა, რომ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც საქმე დაიხურა, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება და მკვლელობის ვერსიაზე ამახვილებს ყურადღებას.

banner
წინა სტატიაშისუხიშვილების კონცერტი ქუთაისში – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს