ტრადიციული რუსული როკ-ფესტივალი ,,ნაშესტვიე,, რომელიც ყოველწლიურად ტვერის ოლქის სოფელ ბოლშოე ზავიდოვოში იმართება, შეიძლება ითქვას, რომ წლეულს პირდაპირი გაგებით ტალახში ჩაიძირა. ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს ვერ გაითვალისწინეს წლევანდელი ზაფხულის უამინდობა და ადგილი სადაც ფესტივალი ტარდება, ასეულობით ავტომობილმა და ათასობით მაყურებელმა ისე აატალახიანა, რომ იქ სიარული და დგომა გაუსაძლისი გახდა.რუსული როკის მოყვარულებს ისღა დარჩენოდათ, რომ სიცივეში კარგად გამომთვრალიყვნენ. გამომთვრალებს კი – ტალახში გორაობაც არ გასჭირვებიათ.