„ერთი სალახანა პოეტი კრემლის დარბაზში დარჩა და ახლაც იმ დარბაზში ზის!“ – თაკო ჩარკვიანი ოკუპაციის კანონის ამუშავებას ითხოვს!

დიახ, საქართველო ოკუპირებულია და თანაც ეს არახალია, უკვე მრავალი, მრავალი წელია, ჩვენი დამპყრობელი მეზობელი ასე გვექცევა,“ – წერს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და იმ არაჯანმრთელ ადამიანებს, ვისაც რუსეთის იმპერია საქართველოს „გადამრჩენელად“ მიაჩნიათ, ურჩევს, კარგად წაიკითხონ ერეკლეს წერილი ავსტრიისადმი, როგორ სთხოვს მეფე დახმარებას და როგორ სურს, რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორი გახდეს.

 

მიშასადმი სიძულვილი ნუ დაგვავიწყებს, რომ ოსეთამდე ხაზეთის ომი იყო, მანამდე 9 აპრილი, 1956 წლისმარტი, 1978 წელს ენას გვართმევდა, ავტოკეფალია გაგვიუქმა, გაგვიუქმა მეფის ინსტიტუტი და გუბერნიად გვაქცია ამერთმორწმუნემ (ეს მათთვის, ვინც მას ერთმორწმუნე მეგობრად თვლისჩვენი ფრესკების და ძეგლების გადაღებვაგანადგურება ნუ დაგავიწყდებათ).

და ბოლოს: აამუშავეთ უკვე არსებული ოკუპაციის კანონი! მართლა ღირსება აყრილები ხომ არ ვართ?! გამოხტება ახლა ვიღაც ტვინარეული, დაქირავებული კაცაცო და მეტყვის, აბა, იმ დროში არ ცხოვრობდით? და მამაშენი იმ დროში არ ცხოვრობდაო და ცუდად იყავითო? დიახ, იმ დროში ცხოვრობდა და იმ დროში დაწერა რწმენის კედელი“ და იმ დროში ითხოვდა ტყვიას თავისუფლებისთვის!

ჰო, 1969 და 1972 წლებში ამბობდა: „ტყვია მიზანში მოსახვედრიაო!“ გარეთ რეჟიმი მძვინვარებდა!

და კიდევ: იმ დროს ბეჭდავდა ჟურნალცისკარში“ „დათა თუთაშხიას, რე ჯაფარიძისდა კაკო ბაქრაძის წერილებს; „თვალი პატიოსანსდა ვინ მოთვლის კიდევყდაზე ტრაქტორიც ბევრჯერ დაუხატავთ თავთავებით იმიტომ, რომ ზუსტად ჟურნალ ცისკრისიმ ნომერში ანტისაბჭოთა ბომბს ბეჭდავდა! დიახ, იმ დროში ცხოვრობდა ჯანსუღი და მისი სამეგობროკაცები და ვაჟკაცები იყვნენ, ყველა არა, რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გამონაკლისი სალახანა, რომლიც სალახანად დარჩ.

ერთი ასეთი სალახანა პოეტი, როცა ქართულმა დელეგაციამ კრემლი დატოვა (გახსოვთ გახმაურებული სკანდალი, როცა ასტაფიევმა ავადმყოფი ერი გვიწოდა), ეს სალახანა დელეგაციას არ გამოჰყვა გარეთ, დარჩა დარბაზში; მაშინ უთხრა ჯანსუღმა ის გახმაურებული ხუმრობაფუნაგორია: „ბიჭო, შენ რამდენიმეჯერ გნახეს საგურამოში წიწამურთან, სულ ტყუილად დეეთრევი, „რაგატკასარ გესვრის არავინოდა ცხადია, ახლაც იმ დარბაზშიზის ის პოეტი, მათ ნარჩენებზე ნაკვები! ჰოდა, ახლა სწყინთ, რომ სალახანებად დარჩნენ, მაგრამ რა ვქნათ, მათ სიმხდალეს ხომ არ გადავაყოლებთ ჩვენს ქვეყანას!

ჩვენ სალახანების კი არა, ვაჟკაცების ქვეყანა უნდა ვიყოთ! – წერს თაკო ჩარკვიანი

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: სახელმწიფო ცდილობს, თავი აარიდოს ვეტერანებისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებას
შემდეგი სტატიამინი ჰიტლერის ვოიაჟი – შალვა ნათელაშვილი პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე