ტაჯიკი “საზრიანი” საქართველოს თავშესაფარს სთხოვს

ჟურნალისტი და ტაჯიკეთის “მხიარულთა და საზრიანთა” ნაკრები გუნდის ყოფილი კაპიტანი ჰაირულო მირსაიდოვი ქვეყნიდან გაიქცა და საქართველოს შეფარა თავი.

ჟურნალისტის თქმით, სასამართლოს შემდეგ, რომელმაც მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო თანხების მითვისების, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მირსაიდოვი 8,4 ათასი დოლარის ჯარიმის სახით გადახდის შემდეგ ციხიდან გაანთავისუფლეს. მას საკუთარი ქალაქის დატოვების უფლება არ ჰქონდა – უზბეკური “ვესტი” წერს.
ჟურნალისტი ბრალს არც ერთი მუხლით არ აღიარებს და თვლის, რომ მთავრობის გაკრიტიკების გამო პოლიტდევნილია. ის აპირებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებს მიმართოს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ყაზახეთში საქმე აღიძრა