ტაჯიკეთში ღამის მანძილზე თალიბებისგან 1000 ავღანელი ჯარისკაცი გაიქცა

ავღანეთიდან ტაჯიკეთში “თალიბანის” შიშის გამო დაახლოებით ათასი ჯარისკაცი გაიქცა – 5 ივლისს ტაჯიკეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურებმა გაავრცელეს. სულ 1037 სამხედრო მოსამსახურეზეა საუბარი, რომლებიც სამთავრობო ჯარში მსახურობდნენ. მათ ნება დართეს ტაჯიკეთის მხარეს გადასულიყვნენ, “მხედველობაში იყო მიღებული კეთილი მეზობლობა და პრინციპი, შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ” – ტაჯიკური მედია წერს.
ერთი დღით ადრე 400 ჯარისკაცმა დატოვა ავღანეთი ისლამისტების შიშით, რომლებმაც ავღანეთის ჩრდილოეთით ტერიტორიების დიდი ნაწილი საკუთარ კონტროლ ქვეშ აიყვანეს.

1 მაისიდან, ნატოს ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის დაწყებიდან, ოფიციალური ქაბულის ინფორმაციით, თალიბებმა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ზე დაამყარეს კონტროლი.

banner
წინა სტატიაშითურქეთის კურორტში ტურისტების კატერი ჩაიძირა, დაიღუპა ბავშვი
შემდეგი სტატიაDRI – ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს