ტაჯიკეთში გააუქმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელებში დასმული like-ს გამო

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუქმებს სოციალურ ქსელებში რაიმეს მოწონების გამო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ცვლილება სს კოდექსში ეხება ორ მუხლს, რომელიც ტერორიზმისკენ მოწოდებას ან ტერორისტული ქმედების მოწონებას გულისხმობს. 2018 წლის შემდეგ ამ მუხლის პარამეტრებში ექცეოდა მინიმალური აქტივობაც კი, როგორიცაა “ლაიქი” ან რეპოსტი, რის გამოც შესაძებელი იყო, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა მიგეღოთ.
ცვლილებების ინციატორი თავად პრეზიდენტი რახმონია. 2024 წელს მან გააკრიტიკა შესაბამისი ორგანოები ამ მუხლის საკმაოდ ფართოდ გამოყენების გამო. პრეზიდენტმა ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდა, განაცხადა რა, რომ არ შეიძლება ადამიანების დასჯა მხოლოდ ინტერნეტში აქტივობის გამო. პროკარუტურის განცხადებით, მხოლოდ ინტერნეტ-აქტივობის გამო ტაჯიკეთში სასჯელს 1.500-ზე მეტი ადამიანი იხდის.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი: როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვცდილობთ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
შემდეგი სტატიაგამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან