ტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს 25-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 

ტაჯიკეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ხუნჯანდეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბუნტის დროს 20-ზე მეტი პატიმარი მოკლეს. სხვადასხვა მონაცემებით, გარდაცვლილია 25-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის ორი ოფიცერი, კოლონიის თანამშრომელი და სპეცრაზმელია. ოთხი პირი დაშავებულია.

ტაჯიკური “რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, დაიღუპა 22 ადამიანი. გამოცემა წერს, რომ ბუნტის ჩახშობისას დაშავებულია რამდენიმე პატიმარი და ციხის თანამშრომელი.
პატიმრები კოლონიაზე სპეცრაზმის შტურმის დროს დაიღუპნენ. ბუნტი მას შემდეგ დაიწყო, როცა ერთმა პატიმარმა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო, პოლიციელისთვის იარაღის წართმევა მოახერხა. მან ავტომატიდან სროლა დაიწყო ბადრაგისა და დაცვის მისამართით.

ამის შემდეგ, პატიმრებმა ციხის ერთი კორპუსი აიღეს. ერთ-ერთი ვერსიით, არიან, ასევე, გაქცეული პატიმრები – “ბიბისი” წერს. შემთხვევა 7 ნოემბერს ღამით, ადგილობრივი დროით 22.30 საათიდან დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სესიების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება 
შემდეგი სტატიასაქართველოში  ჩრდილოეთკავკასიელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს