ტაჯიკეთის საგარეო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ რუსული მხარისგან ოფიციალური დადასტურება დუშანბეს არ მიუღია.

მანამდე ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ ორი ტერორისტი ბრიანსკის ოლქში დააკავა.

„ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო ტერორისტები გადაადგილდებოდნენ, ბრიანსკის ოლქში, უკრაინასა და ბელარუსთან საზღვრის მახლობლად გააჩერეს. მანქანაში 6 ადამიანი იყო: ორი მათგანი დაკავებულია, 4-მა კი გაქცევა შეძლო. დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათთან ამჟამად სპეცსამსახურები მუშაობენ, დარჩენილ 4-ს კი შესაბამისი უწყებები ეძებენ“, – წერს ტელეგრამ-არხი Baza.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს
შემდეგი სტატიასაარჩევნო სიების ფორმირებისას დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს