ტაჯიკეთი რუსული ავიაკომპანიების დახურვით იმუქრება

ტაჯიკეთი, “ურალის ავიახაზებს” და “იუტეირს” მოსკოვიდან დუშანბეში ფრენებს აუკრძალავს, თუკი რუსეთი კერძო ტაჯიკურ ავიაკომპანია “სომონ ეირს” ფრენებზე აკრძალვას არ მოუხსნის – ამის შესახებ ტაჯიკეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც რუს კოლეგებს გაეგზავნათ, ნათქვამია, რომ აკრძალვა ძალაში 6 აპრილიდან შევა.
ორივე მხარე ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც ქვეყნებს შორის ავიაკომპანიების მიმოსვლას არეგულირებს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაში“ქართული ლეგიონი” მზად არის დონბასის დასაბრუნებლად
შემდეგი სტატია(VIDEO) გელა ხვედელიძეზე თავდასხმის პირველი ვიდეოკადრები