ტაივანში ძაღლების და კატების ჭამას აკრძალავენ

ტაივანის პარლამენტმა ცხოველების დაცვის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც კატების და ძაღლების ხორცის ჭამა და მათი ხორცის გაყიდვა იკრძალება – The South China Morning Post-ი წერს.
კანონის დარღვევისთვის ჯარიმა 8,1 ათასი დოლარი და პირადი მონაცემების და ფოტოს გამოქვეყნებაა. გარდა ამისა, ისინი, ვინც ძაღლებს და კატებს შეგნებულად ზიანს მიაყენებს, ჯარიმის სახით გადაიხდის 65,2 ათას დოლარს და თავისუფლება ორი წლით აღეკვეთება.
დოკუმენტის მოქმედებამდე მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწერონ.

banner
წინა სტატიაშიAP გაეროს სამშვიდობოების მიერ მასობრივ სექსუალურ დანაშაულებებზე საუბრობს
შემდეგი სტატია13 აპრილს,11საათზე”ქრონიკა+”-ის ოფისში ელისო კილაძე მედიას დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას გადაღებულ ფირებს და თვითმხილველ მოწმეს წარუდგენს