25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ტაივანის არმიამ ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ის სისტემები გამოცადა – სრუტეში 32 რაკეტა გაუშვეს

ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ჩინეთის საზღვართან გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნების ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამერიკული HIMARS-ის სისტემების გამოყენებაა ასახული.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანს ეს სისტემები წარსულშიც გამოუცდია, მიმდინარე მანევრები სტრატეგიულად უპრეცედენტოა:

სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც ჩინეთის სავარაუდო თავდასხმის მთავარ სამიზნედ მოიაზრება, 32 რაკეტა გაუშვეს.

წვრთნები პირდაპირ ტაივანის სრუტის მიმართულებით წარიმართა, რაც ოფიციალური პეკინისთვის თავდაცვისუნარიანობისა და სიმტკიცის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად.

ტაივანის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩინეთიდან მომავალი მზარდი აგრესიის ფონზე, მოწინავე ამერიკული შეიარაღებით წვრთნები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
შემდეგი სტატიააშშ-მა ომანის ყურეში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაარტყა