ტაივანი: ჩვენ მზად ვართ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის

რუსეთის ფედერაციაში ტაივანის წარმომადგენელობის ხელმძღვანელმა ანტონიო ჩენმა რუსულ გამომცემლობა “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ტაივანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების ფარგლებში, ტაივანი მზად არის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები გააღრმავოს.
ჟურნალისტის შეკითხვას -“ აღიარებს თუ არა ტაივანი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“, ანტონიო ჩენმა ასეთი პასუხი გასცა: „თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთსა და ტაივანს შორის ჯერჯერობით არ გამართულა“.
შეგახსენებთ, ტაივანის პროვინცია დიდი ხანია ცდილობს გამოვიდეს ჩინეთის შემადგენლობიდან.

banner
წინა სტატიაში(video) მე ვერ დავდგები კუთხეში, კუთხეში უნდა იდგეს გიგა ბოკერია და ოთო კახიძე
შემდეგი სტატიაპუტინი: “რუსეთის საზღვრები არსად არ მთავრდება “