ტაივანელი უსაფრთხოების გამო ნარკოტიკებს პოლიციის განყოფილების გვერდით ყიდდა

ტაივანელი უსაფრთხოების გამო ნარკოტიკებს პოლიციის განყოფილების გვერდით ყიდდა ტაივანში, ქალაქ სინბეიში მამაკაცი დააპატიმრეს, რომელიც პოლიციის განყოფილების გვერდით ნარკოტიკებს ყიდდა – Haiwainet.cn ავრცელებს. “ყველაზე საშიში ადგილი ყველაზე უსაფრთხო ადგილია” – განაცხადა მამაკაცმა, რომლის გვარია სიუ. როგორც გამოცემა წერს სანჩუის რაიონში მამაკაცის სახლში პოლიციამ 78 გრამი ამფეტამინი და 45 დოზა ექსტაზი აღმოაჩინა.

ტაივანის კანონმდებლობით, მამაკაცს, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯა ემუქრება.

banner
წინა სტატიაში“თანასწორობის მოძრაობისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” კონტრაქცია პარლამენტთან – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს – სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა