19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ტაიფუნს ფილიპინებში 17 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ტაიფუნი „ბავი“ დაატყდა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით,ტაიფუნმა  რეგიონში მასშტაბური ნგრევა, რეისების გაუქმება და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.

„როიტერის“ ცნობით, სტიქიას უკვე ემსხვერპლა 17 ადამიანი ფილიპინებში.

მედიის ცნობით, ჩინეთმა 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, „ბავი“ ჩინეთში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის საცხოვრებელი არეალს, ვენჯოუსს დაატყდება თავს.

სტიქიის გამო ტაივანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში 920 საერთაშორისო რეისი გაუქმდა.  სტიქიის გამო კუნძულზე ყველა ოფისი და სკოლა დაიხურა.

გამოცემის ცნობით, ტაიფუნი „ბავი“ უკვე დაატყდა თავს იაპონიაში, საკიშიმას კუნძულების ჯაჭვს, სადაც ძლიერმა წვიმამ და ქარმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა.

banner
წინა სტატიაში“არასრულწლოვნის პორნოგრაფიას იღებდა და ავრცელებდა”- პირს 10 წელი მიესაჯა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ექსტრემალური სიცხის გამო საგანგებო რეაგირების გეგმა ORSEC ამოქმედდა