ტაილანდური მედია წერს, რომ საქართველოში 100-მდე ტაილანდელი ქალი ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმაში ყავთ დატყვევებული

ტაილანდური მედია წერს, რომ საქართველოში 100-მდე ტაილანდელი ქალი ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმაში ყავთ დატყვევებული.
სქემა, ტაილანდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Pavena Foundation for Children and Women გამოავლინა.
უკანონო ტყვეობიდან შინ დაბრუნებული ქალი ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებულ არალეგალურ ქსელს ჩინური კრიმინალური სინდიკატი მართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ააცხადებენ, რომ ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.

“სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს.
პოლიციამ, ასევე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ბანგკოკის ინტერპოლმა მადლობა გადაუხადა.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება”- წერს უწყება.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სიგნალი, რომ საქართველომ გადახედოს კანონმდებლობას და მასში ცვლილებები შეიტანოს- დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა