ტაილანდში მტრედებისთვის საკვების დაყრაზე ციხეში გაუშვებენ

ტაილანდის დედაქალაქში მტრედებისთვის საჭმლის დაყრის გამო თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან მოხალისეები – მთავრობამ გადაწყვეტილებას ხელი 26 სექტემბერს მოაწერა – Reuters-ი წერს. წესის დამრღვევები სამი თვით თავისუფლების აღკვეთით, ან 770 დოლარი ჯარიმის გადახდით დაისჯებიან. “იქ, სადაც ბევრი მტრედია, ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ” – ბანგკოკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

ტაილანდის დედაქალაქში მტრედებს ფრთიან თაგვებს უწოდებენ.
ადრე მტრედებისთვის საჭმის დაყრა სხვა ქალაქებშიც აიკრძალა, მათ შორის ვენეციაში, თუმცა იქ ამის გამო არავის სჯიან.

banner
წინა სტატიაშისოლსბერიში სკრიპალების მოწამვლა: Bellingcat-ი მეორე ეჭვმიტანილის ნამდვილ სახელს მალე გაასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაშევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა