18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, რასაც ავტობუსში ხანძარი მოჰყვა, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.

მათივე ცნობით, მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა და დაშავებულების გადარჩენა შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბანგკოკში მოხდა. მათივე ცნობით, მატარებლისა და ავტობუსის გარდა, ცეცხლი მსუბუქ ავტომობილებსა და მოტოციკლებზეც გავრცელდა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიერთ დღეში ოქრო 13 ლარით გაიაფდა
შემდეგი სტატიანათელაშვილი ტრამპ-თაუერის მშენებლობაზე: “ლეიბორისტული პარტია” არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა ამ გზით მაოხერხოს სანქციებისგან თავის დაღწევა