CNN-ის ინფორმაციით, ტაილანდში 11 წლის მოზარდი მომლოცველთა მსვლელობაში მონაწილე ბუდისტ ბერებს ავტომანქანით დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 8 ბერი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 5 ბერი გარდაიცვალა, კიდევ 3 კი მოგვიანებით, საავადმყოფოში დაიღუპა – დაშავებულთაგან 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
















