ტაილანდმა სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის ლეგალიზაცია მოახდინა

ტაილანდის სამეფო აზიაში პირველი ქვეყანაა, სადაც სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის ლეგალიზაცია მოახდინეს – Reuters-ი წერს. ქვეყნის პარლამენტმა ნარკოტიკების შესახებ 1979 წლის კანონში შესწორება “საახალწლო საჩუქრის გასაკეთებლად” შეიტანა – სომჩაი სავანგკარნმა, შესწორების სარედაქციო კომიტეტის წევრმა თქვა.
ლეგალიზაციის მომხრეები იმედოვნებენ, რომ კანონი რეკრეაციული მიზნებისთვის ნარკოტინის გაშენებას შეუწყობს ხელს. თუმცა, სომჩაი სავანგკარნმა თქვა, რომ საზოგადოება, ჯერჯერობით, მზად არ არის მისი სრული ლეგალიზაციისთვის.
მარიხუანას სამეფოში 1930 წლამდე წამლის სახით იყენებდნენ. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ქვეყანაში მარიხუანას მომხმარებლებს მკაცრად სჯიდნენ.

banner
წინა სტატიაშიფოთში „ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ დღეს დილით ორი არასრულწლოვანი დააკავა
შემდეგი სტატია2018 წელს თბილისის მთავრობამ 44 სხდომა გამართა