ტაილანდის ვიცე-პრემიერი ისრაელში გაემგზავრა

ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, პარნპრე ბაჰიდჰა-ნუკარა ისრაელში გაემგზავრა, რათა „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 17 ტაილანდელი მძევალი სამშობლოში დააბრუნოს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ვიცე-პრემიერი ასევე გეგმავს, მოინახულოს ტაილანდის სამი მოქალაქე, რომლებიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენადაც ცნობილია, „ჰამასის“ ტყვეობაში ტაილანდის კიდევ 15 მოქალაქე რჩება.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლოგარქიზაციას, ანუ თვითლიკვიდაციას მოახდენს