ტაილანდის პრინცესას ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა სურს

ტაილანდის მეფის დამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერ-მინისტრობის პოსტისთვის ბრძოლაში ჩაერთო – “ბიბისი” წერს. 67 წლის უბოლ რანატა “ტაილანდელი პატრიოტების პარტიადან” იყრის კენჭს. მისი გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის ტრადიციებს ეწინააღმდეგება, რომლებიც პოლიტიკაში არ ერევიან. ტაილანდში არჩევნები 24 მარტს არის დაგეგმილი. მას მსოფლიოში ბევრი ადევნებს თვალყურს – ამ არჩევნებით ქვეყანას შანსი უჩნდება სამხედრო მმართველობის შემდეგ დემოკარტიულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
პრინცესა 1951 წელს დაიბადა. ის გარდაცვლილი მეფის პხუმიპონ ადულადეტისა და დედოფალ სირიკიტის შვილია. 1972 წელს მან უარი თქვა ტიტულზე და ამერიკის მოქალაქეს გაყვა ცოლად. ქორწილის შემდეგ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ქმართან გაყრის შემდეგ, 1998 წელს უბოლ რანატა სამშობლოში დაბრუნდა და სამეფო ოჯახის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება დაიწყო. პრინცესას სამი შვილი ყავს. ერთი მათგანი, ხუან ბზუმი ჯენსენი, ინდოეთის ოკეანეში ცუნამის დროს დაიღუპა 2004 წელს. მას აუტიზმი ჰქონდა. სიკვდილის შემდეგ პრინცესამ საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებს ეხმარება.

ტაილანდში სამეფო ოჯახი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მას თითქმის არასდროს აკრიტიკებენ.

banner
წინა სტატიაში“ამაზონის” დამფუძნებელი ტაბლოიდ National Inquirer-ს შიშველი ფოტოებით შანტაჟში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება რუსული გავლენის უმთავრეს ინსტრუმენტად