ტაილანდის ბუდისტურ მონასტერში 40-მდე მკვდარი ვეფხვის ბოკვერი იპოვეს

ტაილანდის ბუდისტურ მონასტერში 40-მდე მკვდარი ვეფხვის ბოკვერი იპოვეს

6ტაილანდის ერთ-ერთი მონასტრის საყინულეში, სადაც ბერებს ბრალი დასდეს ცხოველებისადმი სასტიკ დამოკიდებულებასა და ვაჭრობაში, 40 ვეფხვის ნარჩენი იპოვეს.
როგორც ეროვნული პარკების დეპარატმენტის ხელმძღვანელმა, ადისორნ ნიჩდამრონგმა განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით ინახავდნენ ბერები ცხოველების გაყინულ სხეულებს.
Wildlife Friends Foundation-ის წარმომადგენელმა ტომ ტეილორმა განაცხადა, რომ ვეფხვის ბოკვერებთან ერთად ნაპოვნია სხვა ცხოველების გვამებიც.
ორშაბათს ველური ბუნების დამცველებმა მონასტრის ტერიტორიიდან 52 ვეფხვის ბოკვერი გამოიყვანეს და დროებით სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, 85 ვეფხვის ბოკვერი ისევ მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში უცნობებმა მიგრანტების ბანაკს ცეცხლი წაუკიდეს
შემდეგი სტატია“უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა გამოხატოს კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებაზე”