20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ტაგანროგში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა – უკრაინამ რუსულ ტანკერსა და ენერგოობიექტებს დაარტყა

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ტაგანროგის პორტში მყოფ ტანკერსა და ქალაქ არმავირში მდებარე ნავთობბაზას დაარტყეს. ინფორმაციას როსტოვისა და კრასნოდარის ოლქების ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რასაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, ქალაქ ტაგანროგის პორტსა და თავად ტანკერზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მისივე თქმით, ნავთობის დაღვრა არ დაფიქსირებულა, თუმცა თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ქალაქ ტაგანროგის მერმა, სვეტლანა კამბულოვამ განაცხადა, რომ 27 მაისს გამოცხადებული ადგილობრივი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო გახანგრძლივდა.

banner
წინა სტატიაშიჰეგსეთი – აშშ-ის მიერ მდიდარი ქვეყნების სუბსიდირების ეპოქა დასრულდა
შემდეგი სტატიასუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ რცხილაძე დააკავა