5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

“ტაძარში მიმდინარე პროცესებმა ერთიანობის განცდა დაარღვია” – რატომ არ მიეცათ სამებაში პანაშვიდზე დასწრების საშუალება საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს?!

საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს სამებაში პანაშვიდზე დასწრების საშუალება არ მიეცათ – ეკა ბესელიას შეფასებით, ტაძარში მიმდინარე პროცესებმა ერთიანობის განცდა დაარღვია და სივრცე „ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე“ კონცენტრირებულად წარმოაჩინა.

“ის, რაც გარეთ ხდებოდა, ყველას გულწრფელი ცრემლი, სიყვარული და მადლიერება, შიგნით სადაც უწმინდესთან გამომშვიდობების წუთები იყო, რაღაცნაირად, თითქოს ჩაიკეტა ეს სივრცე მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, რაც იმ მთლიანობას არღვევდა, რასაც ჰქვია სწორედ გაერთიანება და ერთად ყოფნა. გულდასაწყვეტი იყო, რომ ჩემს გვერდით იდგა გუშინ მთელი დღე საათების განმავლობაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე არ მიეცა საშუალება ყოფნის შიგნით, პატრიარქთან დამშიდობების, რაც იქნებოდა გაცილებით მეტად საჩვენებელი ერთიანობის, თუკი იქ ჩვენ არ ვნახავდით ერთი პარტიული წარმომადგენლობის ფორმატს, მოდელს”, – ამბობს ბესელია.

სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის დედა: “გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე”
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს – პროცესს მელია არ ესწრება