თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა

"ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების ძებნა უკვე დაიწყეს. "რა? სად? როდის?" კლუბის წევრების 20 კაციან შემადგენლობას პარტიაში ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს. მოაზროვნეები პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა სამომვლოდ არ გამორიცხავენ, რომ კლუბის რომლიმე წევრმა გადაწყვტილბა შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. დასახელდა კონკრეტული თვეც, სექტემბერი. ერთ–ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნოდ მოაზროვნეები პარტიის სახეები გახდებიან სანაცვლოდ გიორგი მოსიძემ დეპუტატის სავარძელი მოითხოვა. დათანხმდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში გიორგი მოსიძის დეპუტატობას ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ კონსულტაციები მმართველ გუნდში ისევ გაიმართება. შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ შეკითხვები ამ საკითზზე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვდრებზე ხშირად ისმება.ქართული ოცნების” პარტიული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართა. ამის შესახებ ფრაქციის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც შეხვედრის შემდეგ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მან პარტია ოფიციალურად დატოვა და ფრაქციის შეხვედრაზე ამაზე იყო მსჯელობა.

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს.

სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ იმართება, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს და მას გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიN15 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურასთან “თავისუფალი დემოკრატების” აქცია მიმდინარეობს