სვირინგის ბრიტანელი ოსტატი ყურის და მკერდის მოჭრის და ენის გაჭრის გამო დამნაშავედ სცნეს

ტატუს და ბოდი-არტის ბრიტანელმა ოსტატმა ბრენდან მაკარტნიმ თავი დამნაშავედ სცნო სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების გამო, მათ შორის, კლიენტებისთვის ყურის და მკერდის მოჭრა და ენის გაჭრის გამო.
50 წლის მაკარტნი, რომელსაც სამედიცინო განათლება არა აქვს, კლიენტთა თხოვნით ქირურგიულ პროცედურებს ატარებდა საკუთარ სტუდიაში, რომელსაც “დოქტორ ბოროტება” ქვია. პროცედურები ანასთეზიის გარეშე ტარდებოდა. ის ინტერენტში გავრცელებული ფოტოების გამო დაწერილი საჩივრების შემდეგ დააპატიმრეს. ერთ-ერთ ფოტოზე ის კლიენტს ყურს აჭრიდა.
თავის დასაცავად მაკარტნიმ განაცხადა, რომ ის პროცედურებს კანონიერად თვლიდა, რადგანაც კლიენტები მას წერილობით თანხმობას აძლევდნენ. ტატუს ოსტატის დასაცავ პეტიციას 13 400-მა პირმა მოაწერა ხელი. მისი მომხრეები თვლიან, რომ მათი გადასაწყვეტია საკუთარი სხეულის მოდიფიკაცია, მეთოდები და უსაფრთხოება.

ბრალდების მხარე მაკარტნის ექვს ეპიზოდს ედავებოდა. მან თავი სამ ეპიზოდში სცნო დამნაშავედ.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი ეკონომიკის მინისტრის ხედვებზე – არის მიზნები და ეს მიზნები არის მკაფიო
შემდეგი სტატიაგრენლანდიაში ყინულის ქვეშ 36 კმ-ის კრატერი აღმოაჩინეს