„სვეტის“ ხელმძღვანელებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

„სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა.

მათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ედებათ, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით გულისხმობს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. თავის მხრივ, დაცვის მხარე გივი ჯიბლაძისა და თორნიკე ჯანელიძისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენებას იშუამდგომლებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე მოლდოვას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილის ადვოკატები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, უცხოელ სპეციალისტებს გადაუგზავნიან