„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

„13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა; 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით. მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება“,- აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმედლინ მუნი – საქართველოში ძალიან ემოციური ვიზიტი იყო, როდესაც ვთქვი, რომ არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ, დაელოდეთ პლენარულ სხდომაზე ჩემს სიტყვას
შემდეგი სტატიათელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს