სვეტიცხოვლის ტაძრიდან „სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა მოეწყო

foto_abkhazia.gov.geსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე“. მსვლელობა მცხეთაში დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, დევნილი სასულიერო და საერო პირები.
გადმოცემის თანახმად, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხის გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.

banner
წინა სტატიაშიბობოყვათში ყოფილი სკოლის შენობიდან სოციალურად დაუცველები გამოასახლეს
შემდეგი სტატიაN16 პენიტენციურ დაწესებულებას ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საჩუქრად სპორტულ ინვენტარი გადასცეს