19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაისმა სიტყვები: „კირილე, უწმინდესი პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა-მრავალჟამიერ (video) “

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაისმა სიტყვები: „კირილე, უწმინდესი პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა — მრავალჟამიერ.“

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგა – ცერემონია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

საქართველოს რიგით 142-ე ოატრიარქს საზეიმოდ გადასცეს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი.

სწორედ მცხეთაში გაიმართა 1977 წლის 25 დეკემბერს შიო მესამეს წინამორბედის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ინტრონიზაციაც.

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი: იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ
შემდეგი სტატიაგიგა ფარულავა: გვჯერა, ეკლესია იქნება მშვიდობის, თანადგომის და ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენი ქვეყანაში