22.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 22 მარტს განაცხადა, რომ „უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია“.

23 მარტს ტელეკომპანია „პირველს“ ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ ზაზუნაშვილმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა:

„ჩავიდა აფრების გარე გადახურვიდან. ჩაჟონა. ეგ ჩასვლა არ არის“.

კითხვაზე, რატომ ჩაჟონა წყალმა ამ ადგილას, მან განაცხადა:

„ეგ ისეთი ადგილია, ყოველი რყევების შემდეგ ნაპრალებს იჩენენ. ახლა ბოლოს რომ იყო სომხეთში მიწისძვრა, აქაც ხომ შეარყია, შეიძლება, ამის გამო [მოხდა]“.

სააგენტოს 22 მარტის განცხადებით, ტაძარს ან ფრესკებს „რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება“.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიასანქტ-პეტერბურგში, 2014 წელს უკრაინის დროშით გადაღებულ ფოტოს გამო, მღვდელი დააკავეს