18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

სვეტიცხოველში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო

სვეტიცხოველში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო. ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა.

სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს, კერძოდ, საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.

ასევე, დღეს, 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას და საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას. როგორც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განმარტა, ტრადიციითაა განპირობებული ის, რომ „გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, ან დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა“.

შიო III-ის ინტრონიზაციას ესწრებიან მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი გუშინ, სამების ტაძარში ჩატარებულ, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩია.

ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ ახალი პატრიარქი სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
შემდეგი სტატიაან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ახ­ლა­დარ­ჩე­ულ­მა პატ­რი­არ­ქმა, შიო მე­სა­მემ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს