“სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის და ჩვენი წარსულის”

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში პრეზიდენტობის კანდიდატები ჩავიდნენ.

მათ შორისაა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც.

„სვეტიცხოველი არის უდიდესი რელიგიური სიწმინდე საქართველოსთვის და ამასთან ერთად ის არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოსი, სიმბოლო ჩვენი ისტორიის და ჩვენი წარსულის. ამიტომ მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სვეტიცხოვლობა მიულოცა მოქალაქეებს შალვა ნათელაშვილმაც.

„ვისურვებ 28 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გამოეხსნას გველეშაპს და მას გადაეფაროს უფლის კვართი. ეს არის ყველა ქართველის ნატვრა ვინც აქ შეიკრიბა,“-განაცხა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ომალოს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნებიდან” “ევროპულ საქართველოში” – მმართველი პარტიის კოორდინატორების ნაწილმა, საარჩევნო შტაბი დატოვა