სვანეთში მეხუთე დღეა ხანძარს ებრძვიან

სვანეთში, ზესხოს ხეობაში, სადაც მეხუთე დღეა ხანძარია, ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დამწვარია 3 ჰექტარამდე ტყის მასივი.

ადგილზე რთული რელიეფის გამო მძიმე ტექნიკა ვერ შედის.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს, თუმცა დარჩენილი კერებიდან ცეცხლის გავრცელების საშიშროება ისევ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატია20 წლის კოკა კობალაძე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს