სვანეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

მესტიაში, ეცერისა და ცხუმერის ტყეებში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ორივე სოფლის გამგებლის ინფორმაციით, ხანძარი ტყეებში წუხელ, სავარაუდოდ, გვიან ღამით გაჩნდა.

დაახლოებით, სამ ჰექტარზე დამწვარი ან დაზიანებულია ხეები. რაც შეეხება ეცერს, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის, თითქმის, ერთი ჰექტარია დამწვარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ადგილას ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.

ამავე ცნობით, ცეცხლის დასახლებილ ადგილებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია პიკეტირებაზე: თუ თვლიან, რომ რეპრესიული ნაბიჯები სწორი პასუხია, დაგვიჭირონ
შემდეგი სტატიამელია- რატომ შევწყვიტოთ პიკეტირება? ივანიშვილის დავალებების შესრულება რომ გააგრძელონ?