სვანეთში ძლიერი სტიქიაა (Foto)

დაბა მესტიაში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობით ნატანი მასალის ჩადინების შედეგად მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა.

განადგურდა რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და სხვა ინფრასტრუქტურა. დაზიანდა წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომელიც მესტიას წყლით ამარაგებს

მდინარის ადიდების გამო დაიტბორა „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის ტერიტორია. ჰესის მფლობელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ ინფორმაციით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ფუნქციონირებას ჩვეულებრივ განაგრძობს.

 

banner
წინა სტატიაშისაკითხს უდგებიან ისე, თითქოს თავის კერძო კომპანიებში იღებდნენ თანამშრომლებს – ჯანეზაშვილი საბჭოში მიმდინარე გასაუბრებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე : ირაკლი ოქრუაშვილი მკაფიო, მოქალაქეობრივი, ზუსტი და ყველაზე უფრო ადეკვატური რეაქციის გამო დაისაჯა