სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ მე-6 დღეა სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს უშედეგოდ ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიდრონები არავის არ უნახავს სამაშველო ოპერაციაზე – ფილფანი
შემდეგი სტატიასაქართველო, დაიბრუნე ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან… აშშ-ის მთავრობამ ის უნდა დაასანქციროს – კინზინგერი