სვანეთში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს

მესტია-ჯვარი-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია. ავტომობილების მოძრაობა დაახლოებით ღამის 11 საათზე განახლდა.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ აქციის მონაწილეებთან შეთანხმება შედგა და აქცია დაიშალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთ კვირაში სვანეთში სპეციალურ კომისიას ელოდებიან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.მათივე განცხადებით, გაითვალისწინეს სვანეთში ხვალ კვირიკობის დღესასწაულია და გზა სწორედ ამიტომ გაიხსნა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო მოჭრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შევიდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე სპეცრაზმის შეყვანა გახდა საჭირო.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი სოფელ ხაიშში ადგილობრივებს ხვდება
შემდეგი სტატია“აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე” – დავით ზალკალიანი