სვანეთის მოსახლეობა მესტიის სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას აპროტესტებს

სვანეთის მოსახლეობა მესტიის სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას აპროტესტებს. მათი განმარტებით, ოქროს მოპოვების ქიმიური მეთოდები საფრთხეს უქმნის სვანეთისა და სხვა რეგიონების ეკოლოგიასაც.

სვანეთის მოსახლეობა მთავრობას მიმართავს თხოვნით ოქროს მომპოვებელ კომპანია ‘ოპტიკალ სისტემს ინკს’ 2006 წელს გაცემული ლიცენზია შეუჩეროს. ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროში კომპანიისთვის საწარმოს აშენების ნებართვის გაცემის პროცედურა მიმდინარეობს.

ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ‘ოპტიკალ სისტემს ინკ’ მესტიის სოფელ იელში აქტიური სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, მუშაობა შეაჩერა.

„ოპტიკალ სისტემს ინკ“- მა სოფელ იელში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვების მიზნით 15-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2005 წელს მიიღო. სალიცენზიო ტერიტორიის ფართობი 390 კვადრატურლი კილომეტრია.

banner
წინა სტატიაშიარა ოკუპაციას-ოფროუდერების ანტისაოკუპაციო აქცია ატოცში
შემდეგი სტატია“პრეზიდენტმა მაკრონისა და მერკელის შემდეგ ჩემთვისაც მოიცალა” – ნატო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს