სვანეთის გზაზე ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად  გახდა ცნობილი , სვანეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა, რომელსაც ერთი ადამიანი სიცოცხლე შეეწირა. ზვავში მოყოლილი ადამინის ცხედარი ხაიში გადაასვენეს. ამ დროისათვის დამატებით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშითოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა–რა ხდება ამ დროისთვის წალენჯიხაში
შემდეგი სტატიაNBC-ის ინფორმაციით, ობამამ კრემლი არჩევნების გამო “წითელი ტელეფონით” გააფრთხილა