სუსტად არის აშკარად, სულ მაქვს შიში, რომ არ დაეცეს – ალასანია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა დედამ გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა.

გიული ალასანია, ამბობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ამდენ გაჭიანურებას ვერ აიტანს.

„სუსტად არის აშკარად. კი მოძრაობს, თითქოს, მაგის მოძრაობა რა არის? საწოლიდან სავარძლამდე და უკან. სულ მაქვს შიში, რომ არ დაეცეს. იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა და ეს შიში მუდმივად მაქვს, რომ არ დაეცეს. აუცილებელია გაყვანა და ამ გარემოს შეცვლა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე, ჩქარა უნდა მოხდეს ყველაფერი, არ შეიძლება, კიდე გაჭიანურება ამ პროცესის შეუძლებელია, ვეღარ აიტანს ადამიანის ჯანმრთელობა ამდენ გაჭიანურებას მე-9 თვეა უკვე. უკვე იმდენმა გასინჯა და იმდენმა ექიმმა გაგვაცნო თავისი დიაგნოზი და როგორც წესი ყოველთვის ერთი და იგივე მეორდებოდა“,- აცხადებს გიული ალასანია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილიც „ქართული ოცნების“ ნაწილია, გუნდში ხშირად ხდება გაუგებრობები, მაგრამ ის საქმით არასდროს წასულა „ოცნების“ წინააღმდეგ წასვლა – ხვიჩია
შემდეგი სტატიაგაერო-ს ოფიციალური პირები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებული ომი ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, შიმშილის კრიზისის საფრთხეს ქმნის