13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

“სუსმა უფლებადამცველების დევნა განაახლა!” – ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს.

ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა დაბარებული.

“სუსმა უფლებადამცველების დევნა განაახლა!
გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. 🙂 ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? მოსკოვის მექანიზმი როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ”, – წერს ნანუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაქართველების ევროპელობას “მაშასადამე” დღეს აღარ სჭირდება – შალვა პაპუაშვილი