„სუსი ივანიშვილის ხელში პოლიტიკურ იარაღადაა ქცეული“ – ლაშა დამენია

„სუსი მთლიანადაა დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით, მათზე საქმეების აღძვრითა და დაკითხვებზე დაბარებით.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ნიკა მელიას სუსში დაბარებას.

„ქართული ოცნების“ პირობებში სუსი ნაცვლად იმისა, რომ იყოს დაკავებული მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით, ამ პრობლემების გადაჭრით, მთლიანადაა პოლიტიკურ იარაღად ქცეული ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც საარჩევნო სპეცოპერაციებს ატარებს და რომელიც მთლიანადაა დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით, მათზე საქმეების აღძვრითა და დაკითხვებზე დაბარებით.“ – განაცხადა დამენიამ

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მომდევნო წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს, დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარით შევძელით მშპ-ს, გაზრდა, რაც შთამბეჭდავი მიღწევაა პანდემიისა და კრიზისების ფონზე