სუსი არის ყველაზე არაკომპეტენტური, ნეპოტისტური და კორუმპირებული ორგანიზაცია საქართველოში -გიგა ლემონჯავა

“სუსი არის ყველაზე არაკომპეტენტური, ნეპოტისტური და კორუმპირებული ორგანიზაცია საქართველოში. რამდენადაც, არ არსებობს უსაფრთხოების სისტემაში მოქალაქის სამსახურში აყვანის პროფესიონალური სქემა და სათანადო პრინციპები, მიღების ერთადერთ კრიტერიუმად განსაზღვრულია სანდოობა, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს ნათესაური, ოჯახური და პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას.

შედეგად, სუს-ის თანამშრომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს არათუ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ ვერ დაძლევდა IQ ტესტის საბაზისო დონესაც კი.

ეს მოცემულობა აერთიანებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებების ინტერესებს. საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება უინიციატივო, მოსყიდული და მორჩილი აპარატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც ნებისმიერი, ბინძური, დავალების შესრულებაზე თანახმაა. რუსეთის ფედერაციის ინტერესია არაკომპეტენტური, უმოტივაციო, არაფრის მაქნისი ხალხი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სისტემაში.

არაფერი გამოხატავს ქართული სახელმწიფოს მდგომარეობას ისე ზუსტად, როგორც სუსი და “მოდულის” შენობა.” – წერს საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი, პოლიტიკური პარტია “დროა”-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ლემონჯავა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ადმინისტრაციული წესით 46 ადამიანი დააკავა
შემდეგი სტატიაშენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, ინტრიგანი, პროვოკატორი, უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე – კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ხაბეიშვილს