„სუსი ამას აკეთებს მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვახსენონ ყველას, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზანესობის ან კონსტიტუციური წყობისა“ – გიგა ბოკერია

„რა ტიპის განცხადებები უნდა ყოფილიყო დასჯადი და რაზე უნდა ერეაგირა სუსს, იყო 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ ჩაიდენდნენ კონკრეტულ ქმედებებს.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„სუსი ამ განცხადებაში არ აზუსტებს რა ტიპის განცხადებებს გულისხმობს, მაგრამ ყველას მინდა გავახსენო, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი ტიპის მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა განზრახ, აშკარა, მყისიერი, პირდაპირი საფრთხე დგება კანონსაწინააღმდეგო შედეგისა. ამის მაგალითად, რა ტიპის განცხადებები უნდა ყოფილიყო დასჯადი და რაზე უნდა ერეაგირა სუსს, იყო 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ ჩაიდენდნენ კონკრეტულ ქმედებებს, შემდეგ პროცესში ახორციელებდნენ ამ ქმედებას ანუ კონკრეტული ძალადობრივი შედეგი როცა დადგა და ცნობილი იყო, რომ დადგებოდა კიდევაც, ეს პირველად არ ხდებოდა. მაშინა არც წინასწარ ურეაგირია სუსს, არც პოსტ-ფაქტუმ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები, მაგრამ ახლა აბსტრაქტულ განცხადებას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვახსენონ ყველას, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზანესობის ან კონსტიტუციური წყობისა.“ – განაცხადა ბოკერიამ

ცნობისთვის, სუსმა გაავრცელმა განცადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად

banner
წინა სტატიაშირუსთავში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
შემდეგი სტატია“მე ვარ აქ და ვიწყებ შიმშილობას” – ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს