სუს-ის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია
პუგლისის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
პროცესზე და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. ხაზი
გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად,
ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.საუბარი ასევე შეეხო
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო
გეგმებს.

ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და
მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული
შემდეგი სტატია„კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად 16 ადამიანი მოიწამლა, მათი ნაწილი ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს