სუს-ის თანამშრომლები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარების უწყებები მიიტანეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტში დღეს გავრცელდა.

ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოუწოდებს, აქტიურად იმოქმედონ.

აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ პარტიის ლიდერები, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონს სირიის საკითხებში მოსკოვთან თანამშრომლობის გაგრძელება რთულად წარმოუდგენია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ლევილის მამულის გადმოცემის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანსა და უწყებას მადლობას უხდის