,,სუს-ის თანამშრომლები მართავდნენ დღეს მთელ ამ პროცესს”

„სუს-ის თანამშრომლები მართავდნენ დღეს მთელ ამ პროცესს,“ – ეს განცხადება ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენელმა გააკეთა.

პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, სუს-ის თანამშრომლები როგორც საკრებულოს შენობის გარეთ, ასევე შიგნით იყვნენ მობილიზებულნი და აფიქსირებდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც   დღევანდელ აქციაში მონაწილეობდა.

საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ფრაქცია რესპუბლიკელების კიდევ ერთმა წევრმა.

დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობამ მოახდინა უპრეცედენტო მობილიზება სამართალდამცავების. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობდა, უხმაუროდ მიეღო გადაწყვეტილება და „ხაზეინისთვის“ დაემტკიცებინათ მიწის ფართობები, მათ მაინც მიიღეს ხმაური.

„უნდოდათ, უხმაუროდ ჩაეტარებინათ და ჩუმად გაეპარებინათ ის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სერიოზულ პროტესტს იწვევს, მაგრამ მაინც მიიღეს ხმაური,“ -განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ საკრებულოს შენობის წინ, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია. რამდენჯერმა ადგილი ჰქონდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. არიან დაკავებულებიც.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს
შემდეგი სტატია,,დღეს თავმჯდომარე იყო ადეკვატური და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო”